четверг, 19 ноября 2009 г.

ბორბლიანი ტრანსპორტის წარმოშობა_განვითარება



1. პროექტის სახელი: ბორბლიანი ტრანსპორტის წარმოშობა_განვითარება.

2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლე შეიტყობს, როგორ განავითარა და დახვეწა ადამიანმა თავისი მეციერული ცოდნა და ტექნიკური გამოცდილება და როგორ ჩააყენა ეს მიღწევები საკუთარ სამსახურში. გაიგებს როგორ წარმოიშვა და განვითარდა ძველად ბორბლიანი ტექნიკური საშუალებები მსოფლიოსა და საქართველოში.

3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოაგროვებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიშვა და განვითარდა ბორბლიანი ტექნიკური საშუალებები მსოფლიოსა და საქართველოში. აღნიშნავს ღერძის გარშემო მბრუნავი ბორბლის გამოყენებას,მისი ჩასახვა განვითარება საზოგადოების წინსვლსთვის უდიდესი სიახლე იყო. თავს მოუყრის არქეოლოგიურ მასალას (ნივთიერ და წერილობით ძეგლებს). შეადგენენ სქემატურ რუკას და სხვადასხვა ფერით აღნიშნავენ ბორბლიანი ტრანსპორტის გავრცელების გეოგრაფიულ რეგიონებს. განსაზღვრავენ ბორბლის წარმოშობას და ევოლუციას:

ა) ხის მორები..

ბ) ხის მთლიანი ბორბალი..

გ) ბორბლის სხვადასხვა სახე : შკივი, მანებიანი ბორბალი, ლაპოტებიანი ბორბალი..

ჩამოთვლიან მეურნეობის იმ დარგებს, რომლებშიც გამოიყენებოდა სხვადასხვა სახის ბორბალი. ისაუბრებენ და მოიკვლევენ ინფორმაციას კავკასიური ურემის შესახებ_ ტრანსპორტი როგორც გადასაზიდი საშუალება. შეეხებიან ორთვლიან, ოთხთვლიან და საბრძოლო ეტლებს. სხვადასხვა სახის საზიდარებს და ეტლებს ერთმანეთს შეადარებენ , დაახასიათებენ. ისაუბრებენ მათ მსგავსება განსხვავებაზე და ტექნიკურ თავისებურებებზე. შეისწავლიან ყორღანულ კულტურას და განიხილავენ ეტლის დანიშნულებას. გამოიკვლევენ წისქვილის ისტორიას, რომელიც წყლის საშუალებით და ქვის ბორბლის მექანიზმით მუშაობს. შეუძლიათ შეხვდნენ მეწისქვილეს ( გაესაუბერებიან ადამიანებს ვინც სოფელში დღესაც ურემს ან სხვასასხვა სახის გადასაზიდ საშუალებებს იყენებს) . ჩაურთავენ ლექსს, სიმღერას , მცირე პროზაულ ნაწარმოებებს, ანდაზებს რომელიც თემას ეხება( მაგ. ”ურმული”, ”ურემი რო გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო ”)

ბოლოს თანამედროვე ბორბალი და მისი მნიშვნელობა: სად, როგორ და რისთვის გამოიყენება.

4. მონაწილეთა ასაკი: IX კლასი..

5. ვადები/ხანგრძლივობა: მოსწავლეები პროექტზე იმუშავებენ ორი თვის განმავლობაში მასწავლებლის კონსულტაციებით და მეორე თვის ბოლო კვირას ექნებათ პრეზენტაციები.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსია, ინტერვიუ, წყაროების კვლევა ძიება, ილუსტრაციები, ვიდეო მასალები, სქემატური გამოსახულებების შექმნა, კასტელის XVII საუკუნის ალბომთან მუშაობა, ეთნოგრაფიულ და სახელმწიფო მუზეუმში გასვლა.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტო-ალბომი, ვიდეო მასალა, პრეზენტაციები, გამოფენა, ბუკლეტები

8. სარგებელი სხვებისთვის : პროექტის განხორციელებისას ახალგაზრდები გაიაზრებენ რა არის ბორბალი და რა უნიკალური თვისებებით გამოირჩევა - რომ ბორბალი წარმოადგენს წრეს, რომელიც ბრუნავს ღერძის გარშემო და სწორედ ამ თვისების გამო, ბორბალი დღესაც შეუცვლელი ნაწილია მრავალ მექანიზმში.

9. სამუშაო ენა: ქართული

10. მონაწილეები ქვეყნებიდან: საქართველო

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია, გეოგრაფია, ქართული ენა და ლიტერატურა, არქეოლოგია და ეთნოგრაფია.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლე აანალიზებს სხვადასხვა ეპოქაში, საქართველოსა და მსოფლიოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. კონტურულ რუკაზე აღნიშნავს სხვადასხვა პერიოდის ბორბლიანი ტრანსპორტის გავრცელების არეალს და მსჯელობს თუ როგორ იცვლებოდა ცივილიზაციის განვითარება ტრანსპორტის განვითარებასთან ერთად. მსჯელობს თუ როგორ იცვლებოდა საქართველოში და მსოფლიოში სოფლის მეურნეობა სასოფლო სამეურნეო ტექნიკის განვითარებასთან ერთად. ერთმანეთს ადარებს განსხვავებულ ეპოქებში მეურნეობის ტრადიციული დარგების განვითარებას.

12. პროექტის ფასილიტატორი: მაია ვერძეული

13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა : mm.verdzeuli@gmail.com

14. პროექტის ფორუმი:

15. პროექტის ვებ-ბლოგი: